http://ornati.ge » shinaganawesi » შინაგანაწესი
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 559
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 4-09-2015, 22:37
4-09-2015, 22:37

შინაგანაწესი

კატეგორია: shinaganawesi

დამტკიცებულია
სკოლის დირექტორი:
/ლ. ბიწაძე/


სკოლა ,,ორნატის“
პედაგოგიური საბჭოს
სხდომაზე 04. 09.2015 წელი
ოქმი #1



ზოგადსაგანმანათლებლო
ზესტაფონის არასახელმწიფო საერო
ჰუმანიტარული საშუალო სკოლა
,,ორნატის“


შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი






ქ. ზესტაფონი
2015 წელი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები


1.1. სკოლა ,,ორნატის“ (შემდგომში ,,სკოლა“) შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ,“ „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“, საქართველოს შრომის კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.
1.2. შინაგანაწესი ადგენს სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის ფორმებს, კანონმდებლობის შესაბამისად. განსაზღვრავს ამ პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.
1.3. შინაგანაწესი აწესრიგებს სკოლის შრომითი კოლექტივის მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას, ხელს უწყობს მათი შრომის ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლებას, დისციპლინის განმტკიცებას.
1.4. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სკოლის ყველა მუშაკის, მოსწავლის, მშობლისა (კანონიერი წარმომადგენლების).
1.5. სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგიური საბჭო განიხილავს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას.
1.6. სკოლა ,,ორნატი“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც აქვს საკუთარი ბალანსი, დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, საკუთარი ბეჭედი და სხვა ატრიბუტიკა.
1.7. სკოლის I-XII კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 22 (±2).
1.8. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი.

მუხლი 2. დამფინანსებელი


სკოლას ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები, ასევე ქველმოქმედებით შემოწირული თანხები, ნაწილობრივ კი ვაუჩერული სისტემით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გადმორიცხული თანხები.

მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

3.1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.
3.2. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრისათვის ვხელმძღვანელობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 3 სექტემბრის #8416 ბრძანების შესაბამისად, მაგრამ სკოლა იტოვებს უფლებას საჭიროებისა და თავისი შეხედულების მიხედვით გადაწყვიტოს სწავლის დაწყების, დამთავრებისა და არდადეგების დრო.
3.3. სკოლაში სასწავლო პროცესი 5-დღიანია.
3.4. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კვირაში 6-დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6-დღიანი სწავლება დასაშვებია:
ა) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე (დღეები);
ბ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ;
გ) ან სკოლას სურს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვა.

3.5. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 0900 საათზე. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნას ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.), როდესაც სკოლამ შესაძლებელია ხანმოკლე დროით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით. გაკვეთილებისა და გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.
3.6. სკოლის დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადნენ არაუგვიანეს 8 საათსა და 50 წუთამდე. მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენებისა და დასვენების დრო.
3.7. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გამოცხადდეს, ხოლო კლასის ხემძღვანელი 15 წუთით ადრე.
3.8. სკოლაში გამოიყოფა დერეფნისა და ეზოს მორიგეები, რომლებიც ასევე 15 წუთით ადრეუნდა გამოცხადნენ და წავიდნენ გაკვეთილების დამთავრებიდან 15 წუთის შემდეგ.
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით საიტზე დაურეგისტრირებელი და არ გაქვთ ამ ტექსტის წაკითხვის უფლება.
ჩვენ გირჩევთ რომ დარეგისტრირდეთ და შემდეგ შემოხვიდეთ საიტზე.