http://ornati.ge » skolis-shesaxeb » სკოლის ისტორია
ინფორმაცია სიახლეზე
  • ნანახია: 637
  • ავტორი: admin
  • თარიღი: 17-07-2015, 13:22
 (ხმები: 0)
17-07-2015, 13:22

სკოლის ისტორია

კატეგორია: skolis-shesaxeb

შპს სკოკლა ,,ორნატი’’


ზესტაფონის არასახელმწიფო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა ,,ორნატი’’ დაარსდა ზესტაფონში 1996 წლის 1 სექტემბერს 8 მოსწავლით ლალი ტაბატაძისა და ავთანდილ ქათამაძის მიერ. (საქარტთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია #01-17-102/365 , 1997 წ.) სკოლის პირველი დირექტორი იყო ავთანდილ ქათამაძე. სკოლის ამჟამინდელი მისამართია ქ. ზესტაფონი, ჭანტურიას ქ.#2.

სკოლის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ I კლასიდან დაეწყოთ სკოლაში მოსწავლეების მიღება. ამიტომ სკოლის პირველი გამოშვება მოხდა მხოლოდ 11 წლის შემდეგ. 1996-1997 სასწავლო წელს სკოლის ერთადერთი I კლასი განთავსებული იყო ქ.ზესტაფონში, ფარნავაზის ქ. #4-ში სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში, ხოლო 1997-2000 წლებში ფუნქციონირებდა ფარნავაზის ქ. # 5, ყოფილ საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობაში.

2000 წლის 1 სექტემბრიდან სკოლამ შეიცვალა როგორც იურიდიული მისამართი, ასევე დამფუძნებელთა შემადგენლობა. სკოლა გადავიდა ჭანტურიას ქ. #2-ში, ყოფილი სამკერვალოფაბრიკის ადმინისტრაციული კორპუსის სამსართულიან შენობაში, რომლის ფართია 1200 მ/კვ. მისი დამფუძნებლები გახდნენ: ლამზირა და ლერი ბიწაძეები, ავთანდილ ოსაძე, დავით და კობა ჭუმპირიძეები, თამილა აბულაძე.დირექტორად დაინიშნა ლამზირა ბიწაძე, დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დარეჯან ფუტკარაძე.მაშინ სკოლის 4 კლასში 24 მოსწავლე იყო. ამჟამად სკოლაში 200-მდე მოსწავლეა. პირველი გამოშვება იყო 2007 წელს 8 მოსწავლით. ყველა მათგანი იმავე წელს ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

სულ სკოლა დაამტავრა 71-მა მოსწავლემ. მათგან ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩირიცხა 98% , 10-მა მოსწავლემ აირო ოქროს ხოლო 6-მა მოსწავლემ ვერცხლის მედალი.

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთაგან 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა 10 მოსწავლე. 70%-იანი გრანტით 10, 50%-იანი გრანტით 8, ხოლო 30%-იანი გრანტით 15 მოსწავლე.

დღეს სკოლას ჰყავს 13 აკადემიური კლასი და ერთი 4-5 წლის ასაკის ბავშვების მოსამზადებელი ჯგუფი. მოსწავლეთა აღზრდასა და განათლებას ემსახურება 31 პედაგოგი, მათგან 7 სერთიფიცირებულია.სკოლაში შექმნილია 5 საგნობრივი კათედრა.

სკოლის პრიორიტეტია ინგლისური ენისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. I-VI კლასის მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს II ცვლა,სადაც ისინი ამზადებენ მეორე დღის გაკვეთილებს.

სკოლაში მუშაობს ფოლკლორული ანსამბლი, ფორტეპიანოსა და სხვა საგნობრივი წრეები , მკითხველთა კლუბი.

სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ როგორც რაიონში ,ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა სახის ოლიმპიადებსა და კონკურსებში და საკმაო წარმატებასც აღწევენ: ევროკავშირისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწყობილ ნახატების კონკურსი ,,გზა ევროპისკენ’’ გაიმარჯვა VI კლასის მოსწავლე ალექსი სვანიძემ, რომელმმაც რესპუბლიკაში I ადგილი აიღო და ფულადი პრემიაც დაიმსახურა.

სკოლის რამდენიმე მოსწავლე გახდა ონლაინ ოლიმპიადა ,,ერუდიტორის’’ გამარჯვებული I I I და I I I ადგილების მფლობელი :
XII კლასის მოსწავლე თამარ ფხაკაძემ I I ადგილი აიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო I ადგილი - მათემატიკაში.
IX კლასის მოსწავლე მიხეილ ფხაკაძემ I ადგილი აიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
XII კლასის მოსწავლე მაგდა ელიაშვილმა I ადგილი აიღო ფიზიკაში.
XII კლასის მოსწავლე თამარ წაქაძემ I ადგილი აიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში და I I ადგილი - ფიზიკაში, მათემატიკასა და ქიმიაში.
XII კლასის მოსწავლე მარიამ გრძელიძემ I I ადგილი აიღო ბიოლოგიაში.
ასევე XII კლასის მოსწავლე მაგდა ელიაშვილი გახდა კონკურს ,,ლიდერის’’ გამარჯვებული, ზოგად უნარებში და მან მიიღო საჩუქრად ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
2014-2015 ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის I ტურში მონაწილეობა მიიღო 39-მა მოსწავლემ, 18- მოსწავლე გადავიდა I I-ტურში, ხოლო 4 მოსწავლე გადავიდა I I I-ტურში.
ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით საიტზე დაურეგისტრირებელი და არ გაქვთ ამ ტექსტის წაკითხვის უფლება.
ჩვენ გირჩევთ რომ დარეგისტრირდეთ და შემდეგ შემოხვიდეთ საიტზე.

კომენტარების დამატება

სახელი:*
თქვენი E-Mail:
კომენტარი:
ჩაწერეთ ორი სიტყვა, სურათზე ნაჩვენები: *