ზესტაფონის არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული
საშუალო სკოლა ,,ორნატი"
სკოლა ,,ორნატი" დაარსდა ქ. ზესტაფონში 1996 წლის 1 სექტემბრიდან ლალი ტაბატაძემ და ავთანდილ ქათამაძემ. სკოლის არსებობა დაადასტურა განათლების სამინისტრომ 1997 წელს გაცემული #01-17-102/365 ლიცენზიით მისი სახელი, სახელწოდებაა შპს ზესტაფონის ზოგადასაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა ,,ორნატი" შემოკლებით შპს ,,ორნატი".მისამართი ქ.ზესტაფონი, ჭანტურიას ქუჩა #2 .
ტელ:
8 492 25 35 81
8 492 24 04 46
5 93 26 53 26
email: ornati@posta.ge
სკოლის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მხოლოდ I-ლი კლასიდან დაეწყოთ სკოლაში მოსწავლეების მიღება, სხვა კლასი, შემოსული მოსწავლეებისათვის არ შეექმნათ და I-ლი გამოშცვება მხოლოდ 11 წლის შემდეგ უნდა ქონოდათ, ასეც მოხდა.
1996-1997 წლებში სკოლის ერთადერთი კლასი განთავსებულ იქნა ქ. ზესტაფონში ფარნავაზის ქუჩა #4 სამკერვალო ფაბრიკის ყოფილ საბავშვო ბაღის შენობაში, ხოლო 1997-2000წლებში გადავიდა ფარნავაზის ქ. #5-ში ყოფილ საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სახლის მე-3 სართულზე სკოლის ჯერ ორი-სამი და ოთხი კლასი.
2000 წლის 1 სექტემბრიდან სკოლამ შეიცვალა როგორც იურდიული მისამართი ასევე დამფუძნებელთა შემადგენლობა. სკოლა გადავიდა ქ. ზესტაფონის ჭანტურიას ქ. #2-ში სს ,,გრაციას" (ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის) ადმინისტრაციულ კორპუსში მისი დამფუძნებლები გახდნენ ლამზირა ბიწაძე, ლერი ბიწაძე, ავთანდილ ოსაძე, თამილა აბულაძე დავით და კობა ჭუმბურიძეები, სკოლის დირექტორობა დაევალა ლამზირა ბიწაძეს, ხოლო სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა დარეჯან ფუტკარაძე. მაშინ სკოლის 4 კლასში იყო 24 მოსწავლე, დღეს სკოლაში სწავლობს 202 მოსწავლე. სკოლის I-ლი გამოშვება შედგა 2007 წელს ამ წელს სკოლა `ორნატის~ 11 კლასი დაამთავრა 8 მოსწავლემ მათგან 7 იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ხოლო ერთი მომდევნო წელს.
2008 წელს გამოშვება არ ყოფილა საქართველოს არცერთ ქართულ საჯარო და კერძო სკოლაში რადგან სწავლების ხანგრძლივობა გაიზარდა 11 დან 12 წლამდე. 2008-2009 სასწავლო წელს სკოლის 12 კლასი დაამთავრა 7-მა მოსწავლემ 7-ივე იმავე წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. 2009-2010 სასწავლო წელს სკოლა დაამთავრა 6-მა მოსწვლემ, უმარლეს სასწავლებელში ჩაირიცხა 5 ხოლო 1-მა კურსდამთავრებულმა პროფესიული სამხედრო სამსახური აირჩია. 2010-2011 სასწავლო წელს სკოლა დაამთავრა 12-მა მოსწავლემ მათგან ყველამ ჩააბარა ეროვნული გამოცდა.
დღეს სკოლას ყავს 14 აკადემიური კლასი და ერთი 4-5 წლის ასაკის მოსამზადებელი ჯგუფი. მოსწავლეთა სწავლა აღძრდას ემსახურება 31 პედაგოგი
სკოლის შენობის საერთო ფართობი შეადგენს 1200მ2-ს სკოლას აქვს სპორტდარბაზი, სპორტული მოედანი, ბოიბლიოთეკა. კომპიტერული კლასი. სამედიცინო მომსახურების მიზნით სკოლას ჰყავს ექიმი, აქვს საჭირო ინვენტარით აღწურვილი საექიმო კაბინეტი.
სკოლაში მუშაობს ქართული ხალხური ცეკვის, ფორტეპიანოს, ვოკალური და ინგლისური ენის წრეები.
სკოლის პრიორიტეტია გაძლიერებული ინგლისური ენისა და მათემატიკური საგნის გაღრმავებული სწავლება.
I-IV კლასის მსწავლეები სკოლაში ამზადებენ II Dდღის გაკვეთილებს I ცვლის გაკვეთილების დამთავრების შემდეგ II ცვლაში უტარდებათ იგივე გაკვეთილები რაც I ცვლაში, შესაბამისი საგნის კვალიფიკაციის მასწავლებლის მიერ.